მარგარიტა კარალიოვა ცნობილი დიეტოლოგია. ის გვთავაზობს 3 იოლ რჩევას, თუ როგორ დავიკმაყოფილოთ შიმშილი საღამოს საათებში.
მარგარიტა კარალიოვა:
1. ნელა შეჭამეთ 1 ჩ/კ თაფლი
თაფლი სისხლში შაქრის დოზას ზრდის და ამიტომ შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს. შეჭამეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ჭიქა წყალი, ან ჩაი დააყოლეთ.
2. ძილის წინ ჭიქაში კეფირი დაისხით და კოვზით აუჩქარებლად მიირთვით.
როდესაც ნახევარ ჭიქას შეჭამთ, მიხვდებით, რომ დანაყრდით.
3. კიდევ ერთი ვარიანტი - გრეიპფრუტია.
გაჭერით ის შუაზე და რბილობი კოვზით ამოჭამეთ. ამგვარად, საკვების მიღების პროცესი გაიწელება და შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ საკმარისად ბევრი მიირთვით. შიმშილი გაქრება.