გადავწყვიტე, რომ დასაწყისისთვის დღეში 10 წთ საკმარისი იყო.
კოლორადოში მცხოვრებმა 42 წლის ნატალი ჰეილონმა ოცნება აიხდინა. მან დაიწყო გახდომა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
ნატალი ჰყვება, რომ 30 წლის შემდეგ მისი ცხოვრება ძალიან მძიმე გახდა: მან დაკარგა ორივე მშობელი, მუშაობდა კვირაში ხუთი დღე, 15 სთ დღეში. სტრესისგან შვება კი საჭმელში იპოვა.
37 წლის ასაკში მას ქოლესტერინის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ჰიპერტონიაც და 106 კგ-ს იწონიდა.
«გადავწყვიტე, ჩემი მდგომარეობა შემეცვალა. თუ ჩაიციკლებით დიდ შედეგზე, იმედი გაგიცრუვდებათ. უბრალოდ, შეეგუეთ აზრს, რომ პროგრესი იქნება ნელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვალთ მიზნამდე».
ნატალიმ 3 წელში 46 კგ დაიკლო.
აქტივობა: «გადავწყვიტე, რომ ფეხით სიარული ყველაზე ადვილი იყო ჩემთვის. ამიტომ თავიდან დღეში 10 წთ ვსეირნობდი სუფთა ჰაერზე. ნელ-ნელა სიარულის დრო გავზარდე, დღეში 2 სთ-მდე. ყურსასმენებში მუსიკას ან აუდიოწიგნებს ვუსმენდი».
კვება: «შევამცირე რაციონი. ნახშირწყლების შემცველი საკვები ცილოვანით ჩავანაცვლე. ვჭამდი ბოსტნეულს». (იხილეთ: გემრიელი ცილოვანი დიეტა - სრულფასოვანი სხეული ერთ კვირაში)
შედეგი: «წნევა და ქოლესტერინი ნორმაში წამლების გარეშე ჩადგა. შევიცვალე ფიზიკურადაც და ემოციურადაც. მახსოვს, როგორ მაწუხებდა სახსრები და ადგომაც კი არ მინდოდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. სირთულეებს უბრალოდ მშვიდად ვხვდები».
შეიძლება დაგაინტერესოთ: 3 წესი, რომელიც მას 45 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა. შენც შეგიძლია ასე!