უძილობა უამრავ ადამიანს აწუხებს. დღეს გასწავლით მარტივ პოზებს იოგიდან, რომლებიც მოდუნებაში და დაძინებაში დაგეხმარებათ.
1. ანანასანა
ფეხები მოხარეთ და ხელები შემოხვიეთ ფეხებზე. ამოსუნთქვის დროს ხელებით ფეხები მაქსიმალურად მიიტანეთ მუცელთან. ჩასუნთქვის დროს მოადუნეთ.
ისუნთქეთ ღრმად, გააკეთეთ 8-10 ჩასუნთქვა ამოსუნთქვა, დაახლოებით 1 წუთი დაგჭირდებათ.
2. ფეხები კედელზე
ფილტვები ძილის წინ ჟანგბადით აივსება. ისე დაწექით, რომ ფეხები კედელთან მიიტინათ. ქვედატანის ქვეშ დაიდეთ ბალიში ან ოთხად მოკეცილი პირსახოცი. მოადუნეთ და გაშალეთ ხელები. გაჩერდით ამ პოზაში 1-2 წუთი, ისუნთქეთ მშვიდად.
3. შავასანა
დაწექით ზურგზე, ხელები და ფეხები გაშალეთ, მოადუნეთ. 20-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. აკონტროლეთ აზრები. ეს პოზა გააკეთეთ უშუალოდ ძილის წინ, რადგან მალევე ჩაგეძინებათ.