თეძოების და ფეხების დასათეხელებელი 5 ყველაზე ეფექტური ვარჯიში გიფებით
თეძოების და ფეხების დასათეხელებელი 5 ყველაზე ეფექტური ვარჯიში გიფებით
ქალების უმეტესობას წონის მატებასთან ერთად პრობლემად ექცევა ხოლმე თეძოები და ფეხები. ეს ვარჯიშები სწორედ მათთვის არის.
მოიმარჯვეთ ჰანტელები, გამოყავით დღეში 30 წუთი - და ზაფხულამდე აუცილებლად გექნებათ სასურველი შედეგი!


1. ჩაჯდომები


საწყისი მდგომაროება: ფეხის ტერფები მხრების სიგანეზე. ჩასუნთქვისას ჩაიბუქნეთ თეძოს პარალელზე, მუხლები არ უნდა გავ იდეს ტერფის კიდედათ, წონა უნდა გადაიტანოთ
ცერებზე.
ფინალური მდომარეობა: ამოსუნთქვაზე ვბრუნდებით საწყის მდგომარეობაში. სიმძისთვის გამოიყენეთ ან ჰანტელები ან ბოდიბარი.

2. ბუქნები


საწყისი მდგომარეობა: ფეხის ტერფები წელის სიგანეზე.
ფინალური მდგომარეობა: გადადგით ნაბიჯი უკან და ჩასუნთქვაზე ჩაიბუქნეთ. შიდა წერტილში ორივე მუხლი უნდა ქმნიდეს სწორ კუთხეს. ამოსუნთქვაზე ბრუნდებით საწყის მდგომარეობაში. საჭირო რაოდნოების შესრულების შემდეგ ცვლით ფეხს.

3. წელის აზიდვა 

საწყისი მდგომარეობა: ფეხები მოხრილი, ხელები ტანის გასწვრივ ან ხელში სიმძიმეებით (დისკი, ბოდი ბარი, ჰანტელები).
ფინალური მდგომარეობა: ჩასუნთქვაზე წევთ წელს მაღლა, კუმშავთ უკანალის კუნთებს, ამოსუნთქვაზე ბრუნდებით საწყის მდგომარეობაში.

4. ფეხების გვერდული აზიდვები

საწყისი მდგომარეობა: გვერდულად მწოლიარე.
ფინალური მდგომარეობა: დაიდეთ სიმძმე მუხლის სახსართან ახლოს, მოხარეთ ტერფი და ჩასუნთქვაზე აწიეთ ფეხი მაღლა. ჩასუნთქვაზე დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.

5. ფეხების უკან აზიდვა

საწყისი მდგომარეობა: მუხლებზე მდგომარე ან ხელის გულებზე ან იდაყვებზე დაყრდნობით.
ფინალური მდგომარეობა: მუხლის სახსარში დაიდეთ ჰანტელი. ჩასუნთქვაზე აიქნიეთ მოხრილი ან სწორი ფეხი მაღლა, ჩასუნთქვაზე დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
masho
qalebs(zogs) txeli tedzoebi mogvwons ;)
20:52 / 02-12-2017
გამოხმაურება / 0 /
გივი
კაცებს სქელი თეძოები გვიყვარს,ნუ გაითხელებთ!!
22:47 / 17-05-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი