შეგიძლიათ ჭამოთ კარტოფილი, ბანანი და სხვა ბოსტნეული და წონაში დაიკლოთ. 4 ბლიც-დიეტა შეგირჩიეთ, ერთ დღე მინუს 1,5 კგ.
წვენის დღე
ვიტამინების ბომბაა. საუკეთესოა ავიტამინოზის სეზონზე.
მენიუში რა გვაქვს?
დღის განმავლობაში მიირთვით ხილისა და ბოსტნეულის წვენები. საუზმეზე ვაშლი-სტაფილო. სადილზე ჭარხალი-სტაფილო (პროპორციით 1:2). ვახშამზე - კიტრი-ნიახური (2:1). წვენები დალიეთ ახალგამოწურული. გამონაკლისია ჭარხალი - ის მაცივარში 2 საათი უნდა გააჩეროთ.
კარტოფილის დღე
დიეტური პროდუქტია. შეიცავს ცე და ბე ჯგუფის ვიტამინებს. მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, რკინითა და ფოსფორით.
მენიუში რა გვაქვს?
საუზმეზე მიირთვით ხაჭოსთან და მწვანილთან ერთად. სადილზე 300 გრამი გამომცხვაირი ან მოხარშული კარტოფილი ზეითუნის ზეთითა და კამით. ვახშამზე სალათა - კარტოფილი, კვერცხი და კომბოსტო.
ბანანის დღე
100 კრამი მხოლოდ 90 კკალს შეიცავს. გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
მენიუში რა გვაქვს?
საუზმეზე მიირთვით სმუზი: ბანანი (1 ცალი) შვრიის ფანტელი (1 სადილის კოვზი), უცხიმო იოგურტი (200 მლ) და წყალი (2 ს/კ). სადილზე 150 გრამი ხაჭო ბანანით. ვახშამზე - სალათი - მწვანე ვაშლით, ბანანითა და პიტნით.
დიეტოლოგის რჩევა:
განტვირთვის დღეს დალიეთ ბევრი წყალი. არანაკლებ 1.5 ლიტრი დღეში.
განტვირთვის დღეებში ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ნუ გათამამდებით.
განტვირთვის დღეს კვირაში ერთ დღეზე მეტს ნუ მოიწყობთ.
განტვირთვის მეორე დღეს ნუ შეჭამთ მძიმე საკვებს.