პოსტსაახალწლო პრობლემები, ანუ ვიკლებთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
პოსტსაახალწლო პრობლემები, ანუ ვიკლებთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ, თუ ყველა არა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა ოთხმოცი პროცენტი მაინც არის დაავადებული საქართველოში ე.წ. დიეტომანიის ეპიდემიით. მით უმეტეს, მძაფრდება ეს თემა პოსტსაახალწლო დღეებში. თუმცა, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად აქვს ქალს საიმისო ნებისყოფა და უნარი, რომ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად გამოუცხადოს ბრძოლა. მოდი, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ნიშანი და დიაგნოზიც ინდივიდუალურად დავსვათ.

ვერძებს - დიეტის დაცვა, როგორც წესი, იშვიათად სჭირდებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალი ვერძების დიდი ნაწილი აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევა, სადაც ჭამისთვის დრო ცოტა
რჩება. თუმცა, თუ მაინც შეაწუხა ვერძი ზედმეტმა რამდენიმე კილოგრამმა, თავის ხელში აყვანა და ფორმაში ჩადგომა არასოდეს უჭირს. ბევრი მათგანი გასახდომად ფიტნესს ან ცეკვებსაც მიმართავს, ასე ვერძისთვის წონის კლების პროცესი სასიამოვნოც კია.

კუროებს - საკმაოდ ხშირად აწუხებთ წონის საკითხი. თუმცა, ქალი კურო აგებულებით ძვალწვრილი და სიფრიფანა საერთოდაც იშვიათადაა. ამიტომ ზედმეტი ერთი-ორი კილოგრამი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს პირიქით, ალამაზებს კიდეც, იმიტომ, რომ სისავსე - ეს მათი სავიზიტო ბარათი და იმიჯია. თუმცა, როცა საქმე დიეტის დაცვაზე მიდგება, საკმაოდ უჭირს კურო ქალს კვების რაციონის შემცირება ისევ და ისევ იმის გამო, რომ ბუნებით გურმანი და სმუსნიაა.

ტყუპი - ქალი ტყუპი, ისევე, როგორც ვერძები, ცხოვრების დინამიკური და აქტიური წესის გამო ზედმეტი წონის პრობლემებით იშვიათად იტანჯება. თუმცა, სასუსნავებისკენ მიდრეკილება და ჩვევა, მთელი დღის მანძილზე პირი გამუდმებით აცმაცუნოს (ჭამოს ორცხობილა, თხილეული, მზესუმზირა) ხშირად ხდება ქალი ტყუპისთვის ზედმეტი კილოგრამების აკრეფის მიზეზი. მაგრამ ტყუპი ბუნებით ოპტიმისტი ნიშანია, ამიტომ წონის მატებას იგი იშვიათად აღიქვამს ტრაგედიად და ოდნავ მომრგვალებული ფორმებითაც ისეთივე ოსტატობით ეპრანჭება მამაკაცებს, როგორც სიგამხდრის პერიოდში.

კირჩხიბი - აი, თუ ვინმე საშვილიშვილო ტრაგედიად და ქვეყნის დაქცევად მიიაჩნევს წონის მატებასა და ზოგადად, გარეგნობაში უმნიშვნელო ცვლილებასაც კი, ეს ქალი კირჩხიბია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები უზომოდ თვითკრიტიკულები, წყენიები და ბუტიები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების აზრი მის გარეგნობასთან დაკავშირებით. ამიტომ თუ რომელიმე მათგანმა ხუმრობით მაინც გაამახვილა ყურადღება კირჩხიბის ოდნავ მომრგვალებულ თეძოებზე, კიბო ჩათვლის, რომ მსუქან ბეჰემოტს დაემსგავსა, რასაც მისი მხრიდან მრავალსაათიანი ცრემლის ღვრა და მშრალი შიმშილობა შეიძლება მოჰყვეს. არც ერთ ქალზე არ მოქმედებს გარშემო მყოფთა აზრი ისე, როგორც კირჩხიბზე. ამიტომ სასურველია, ახლობლებმა ქალი კიბო მუდამ "პოზიტივზე დააპროგრამონ" და თუ თქვენ ეტყვით მას, რომ იგი გახდა, დიეტის გარეშეც დადნება ბედნიერებისგან.

ლომი - ქალი ლომი ფუფუნების, მდიდრული ცხოვრებისა და იშვიათი დელიკატესების მოყვარული ინდივიდია. ამიტომ წონაში მატების პრობლემა ძუ ლომებისთვის არაერთგზის დგება დღის წესრიგში. თუმცა, ლომ ქალს იმდენად უყვარს საკუთარი სხეული და იმდენად ზრუნავს საზოგადოებაში იმიჯის შექმნის საკითხზე, რომ ყოველთვის მზადაა ზედმეტ წონას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს. მაგრამ იგი ამ მხრივაც "ძვირად ღირებულ" მეთოდებს არჩევს, იქნება ეს სპა, გასახდომი პროცედურები, ანტიცელულიტური მასაჟი თუ სპეციალურად დიეტოლოგთან ერთად შერჩეული კვების რეჟიმი.

ქალწული - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნის ქალი დაბადებიდანვე ”დიეტაზე მყოფი” იბადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქალწულს გააჩნია მხოლოდ მისთვის გასაგები, მისაღები და მორგებული კვების რეჟიმი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები იშვიათად უჩივიან წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყოველთვის იციან, რას, როდის და როგორ მომზადებულს მიირთმევენ.

სასწორი - სასწორი ქალების უმეტესობა, როგორც წესი, არცთუ თხელი ძვლოვანი სისტემით გამოირჩევა. ამიტომ ქალი სასწორის შესახებ დეფინიცია ”გამხდარი”, როგორც ასეთი, არ ითქმის. თუმცა, ვენერით მართულ მანდილოსნებს, რა ნიშნულსაც არ უნდა აღწევდეს მათი სხეულის მასის მაჩვენებელი, ყოველთვის გააჩნიათ გასაოცარი შარმი და ქალური მომხიბვლელობა. გამომდინარე იქიდან, რომ სასწორის ძირითადი სისუტე ტკბილეულია, ყველაზე ხშირად წონის პრობლემა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებში ზუსტად ამ პროდუქტის ზომაზე მეტ მოხმარებას უკავშირდება. გაგრძელება
კომენტარები (1)
ნაკა
ზოდიაქოთი თევზი ვარ და ვეთანხმები იმას,რაც ჩვენზე წერია.როგორ მინდა ათი კილოს დაკლებაააა... უკვე იდეაფიქსად მექცა
მსგავსი სიახლეები
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
10:42 / 04-04-2018
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
10:23 / 01-03-2018
ეს სკამი გამიძლებს? ეს კაბა მომერგება? კიბეებზე ასვლას შევძლებ? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც საკუთარ თავს მაშინ ვუსვამდი, როცა ზოგიერთი ბრენდისთვის არც კი ვარსებობდი და როცა ჩემი წონის მიუხედავად, გარშემო ჩემს არსებობას ვერც კი გრძნობდნენ.
16:05 / 16-02-2018
სარკეში ჩემი მხოლოდ ნაწილი ჩანდა. ჰო, აი ასე, სარკეში, რომელშიც ნორმალური ადამიანების მთლიანი სილუეტი ჩანს, მე ნაწილობრივ ვჩანდი.
14:48 / 15-02-2018
ეს დიეტა დაბალკალორიულია და ეფუძნება ფაქტს, რომ გრეიპფრუტი შეიცავს "მაგიურ" ნივთიერებას, რომელსაც ცილებთან შეხამებაში წონაში კლება მოსდევს.
13:22 / 12-02-2018
ყველა ადამიანი განსხვავებულია. ზოგი ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებს, ზოგს კი "მამაკაცური" კერძები უყვარს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მადის დასაკარგი ჩაი – 7 თვეში 15 კილოგრამი
13:18 / 19-04-2018
ამ ჩაის მეშვეობით ნელ-ნელა, თუმცა წონის დაბრუნების გარეშე იკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ არ ზღუდავთ რაციონს.
დიეტოლოგებმა გაამხილეს, თუ რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოთ დღეში - გასახდომად
12:27 / 19-04-2018
მიეჩვიეთ დღის ყავის დალევით დაწყებას? დიეტოლოგებს თქვენთვის კარგი ამბავი აქვთ.
"მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მშობლებიც მსუქნები იყვნენ და არაფერი მეშველებოდა, თუმცა..." - დიეტა, რომელმაც გენეტიკა დაამარცხა
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
რითი უნდა წაიხემსოთ, თუ დიეტაზე ხართ?
14:22 / 05-04-2018
თუ წონის დაკლებას აპირებთ, კი არ უნდა იშიმშილოთ, არამედ დღეში 5-6-ჯერ, ყოველ 3-4 საათში ერთხელ უნდა ჭამოთ. წახემსების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:
5 პოპულარული დიეტა, რომლებმაც დროს გაუძლო
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
არა ვარჯიშს და დიეტას! - 5 უჩვეულო მეთოდი, რომელიც წონის დაკლებაში დამეხმარა
13:10 / 28-03-2018
ვიღაცამ თქვა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და დანარჩენებმაც დაუჯერეს. სილამაზეს ზოგი მსხვერპლად თავის გემოვნებას და მადას სწირავს, შიმშილით იკლავს თავს და დიეტას ეძახის, მეორე ნაწილი კი ოფლად იღვრება, ვარჯიშობს, დარბის და მსხლის ფორმაში გადაცმულ საკუთარ კილოგრამებს ასე ებრძვის.
რჩევები ქართველი ქალბატონისგან, რომელმაც 38 კილოგრამი დაიკლო
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
"ამ დიეტამ 15 კგ-თან ერთად ჭამის მადაც გამიქრო" - დიეტა დიეტოლოგის რჩევით
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
ახალი საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
ნანუკა ჟორჟოლიანის 10 ოქროს რჩევა წონაში დასაკლებად
12:57 / 21-03-2018
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს საგრძნობლად გახდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი