ლამაზ და მოხდენილ სხეულზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ბევრი ვერ დაიკვეხნის ამით... მუცელსა და თეძოებზე ცხიმის ნადებები ხშირად სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება.
მაგრამ არსებობს გამოსავალი! ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ საშუალებაზე, რომელიც ზედმეტ ცხიმს 14 დღეში მოგაცილებთ.
მარტივი ვარჯიში "რვიანი" შესანიშნავ შედეგს იძლევა, თუ მას რეგულარულად ჩაატარებთ.
ვარჯიში "რვიანი"
მოცემული ვარჯიში უწყვეტად უნდა ჩატარდეს 1 წუთის განმავლობაში დღეში 2-4-ჯერ. თანდათანობით უნდა გაზარდოთ დრო 2-3 წუთამდე.
დარბაზში ამ ვარჯიშს ტანვარჯიშის ჯოხით ასრულებენ, შინაურ პირობებში კი რეკვიზიტად პირსახოცი გამოგადგებათ.
დადექით სწორად, ფეხები - მხრების სიგანეზე. ჩასჭიდეთ პირსახოცის საპირისპირო ბოლოებში ხელები. გაჭიმეთ ვერტიკალურად თქვენ წინ. არ მოადუნოთ ხელები - გასწიეთ ამ მდგომარეობაში ხელები ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მაღლა, შემოხაზეთ ნახევარწრე თქვენ ირგვლივ, გადააადგილეთ ხელები მარცხენა მხარეს.
ხელების განლაგების შეცვლით შემოხაზეთ ნახევარწრე მეორე მხარეს.
მოძრაობები რვიანის შემოხაზვას უნდა ჰგავდეს.
მნიშვნელოვანია: მიაქციეთ ყურადღება, რომ ფეხები უმოძრაოდ დარჩეს. ამისათვის ნუ გაამოძრავებთ ბარძაყებს ძალიან.
აი, ასე გამოიყურება ეს სავარჯიშო პრაქტიკაზე!
სავარჯიშო ეფექტურად ამუშავებს მუცლის კუნთებს, ზურგს, ამაგრებს ხელების კუნთებს. თამამად შეგიძლიათ გაიზომოთ წელის გარშემოწერილობა უკვე 2 კვირაში - შედეგი გაგაოცებთ!
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეოგაკვეთილი.