დღეს ჩვენ არანახშირწყლოვან კვებაზე ვისაუბრებთ, რომელიც ყველაზე კომფორტულ და მოქმედ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს წონაში დაკლების მსურველებისთვის.
წონაში დაკლება ლოზუნგით "ჭამე და გახდი!" უკვე რეალურია არანახშირწყლოვანი დიეტის წყალობით. სწორედ მას მიმართავენ სპორტსმენები, როდესაც სწრაფად სურთ ცხიმოვანი ფენისგან გათავისუფლება. და მათთვის, ვისაც უბრალოდ ფორმაში ჩადგომა სურს, ეს გახლავთ შესანიშნავი საშუალება, მკაცრი შეზღუდვების გარეშე გათავისუფლდეს ზედმეტი წონისგან.
არანახშირწყლოვანი დიეტა
არანახშირწყლოვანი დიეტის უპირატესობა გახლავთ ის, რომ ცილებსა და ცხიმებზე დაფუძნებული მენიუ მადის გრძნობას ახშობს და უშვებს ცხიმის დამწვავ მექანიზმებს. მისი დაცვა იოლია, მაგრამ მკაცრი რეჟიმით კვება დასაშვებია მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში, რათა ღვიძლი და თირკმელები არ დავიზიანოთ.
დასაშვები პროდუქტები
ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი, ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი
ნებისმიერი თევზი და ზღვის პროდუქტები.
კვერცხი, მაგარი ყველი ნებისმიერი რაოდენობით, კეფირი და ხაჭო - პერიოდულად.
ბოსტნეული: კიტრი, კომბოსტო, თალგამი, ოხრახუში, სალათის ფურცლები, სოკო.
ხილი: განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსი, ასევე, ხანდახან შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი და ატამი.
დამატებითი ცხიმისთვის: თხილი, გოგრის თესლი, მზესუმზირა.
სასმელი: ჩაი, ყავა, ჩირის კომპოტი, მორსი - ყველაფერი უშაქრო.
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის დაშვებულია მინიმალური რაოდენობით წიწიბურა, შვრია, ბარდა.
აკრძალული პროდუქტები
ნებისმიერი ტკბილეული, მათ შორის, თაფლი, ტკბილი ხილი.
ნახევარფაბრიკატები: ძეხვი, პელმენი
ნებისმიერი ცომეული.
ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, სიმინდი.
ალკოჰოლი.
არანახშირწყლოვანი დიეტის სქემა შემდეგნაირია:
იკვებებით დღეში 5-6-ჯერ. თეფშზე უნდა იყოს დაახლოებით 300 გრ ხორცი, პლუს დაშვებული ბოსტნეული 150 გრამის რაოდენობით. ციტრუსი, თხილი - დესერტად.
სამაგალითო მენიუ
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ყველი, ყავა ან ჩაი.
სადილი: მოხარშული ან გამომცხვარი ქათმის ფილე, ბოსტნეული, ყველის ნაჭერი.
სამხარი: თხილი, ½ გრეიპფრუტი.
ვახშამი: მოხარშული მწვანე ბარდა, თევზის ან ქათმის ნაჭერი.
გვიანი ვახშამი: 200 მლ კეფირი.
გაითვალისწინეთ: ჭამის შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ შეიძლება წყლის მიღება, თუმცა მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 1,5 ლიტრი წყალი აუცილებლად.
1-კვირიანი კურსის შემდეგ გადადით ნაკლებად მკაცრ რეჟიმზე, რომელიც შეესაბამება სწორი და ჯანსაღი კვების პრინციპებს. გაოცდებით მიღებული შედეგებით!..