25 წლის ასაკში ჯო ბერშტეინი 154 კილოგრამს იწონიდა. ამჟამად ის ფიტნესის პერსონალურ ტრენერად მუშაობს. რამდენიმე წელი და რამდენიმე ჩვევა, რომლებმაც ჯო შეცვალეს.
შეწყვიტეთ კალორიების დალევა
შეწყვიტეთ გაზიანი სასმელების, წვენებისა და ტკბილი ჩაის სმა. დღეში 2000 კალორიას იღებთ. უბრალო წყალსა და უშაქრო ჩაიზე გადასვლამ 3 თვეში 22 ზედმეტი კილოგრამის მოცილების საშუალება მომცა.
შეწყვიტეთ სასადილოებში კვება
შინიდან წამოღებული ჯანსაღი საკვები დაგიბრუნებთ ჩვეულ წონას.
იარეთ სამსახურში ველოსიპედით
არ მოგიწევთ საცობებში დგომა, ნაკლებ დროს დახარჯავთ გზაში. მეტი დრო დაუთმეთ ვარჯიშს, ეს თავისთავად უკვე ვარჯიშია).
ისწავლეთ გემრიელი კერძების მომზადება
ცხიმი, შაქარი და მარილი არ გახლავთ კერძის ერთადერთი გამაგემრიელებელი ხერხი. მოიძიეთ ინტერნეტში ჯანსაღი რეცეპტები, ბევრი მათგანი ძალიან გემრიელია.
ნუ მიირთმევთ ნახევარფაბრიკატებს
აირჩიეთ სეზონური ბოსტნეული და მოამზადეთ კერძები მათგან. ეს გააცოცხლებს გემოს რეცეპტორებს.
იყოლიეთ ძაღლი
ან იპოვეთ სხვა მიზეზი შინიდან გასასვლელად და გასასეირნებლად დილაობით. ეს ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ტვინის აქტივობას.
შეიძინეთ ნატურალური პროდუქტები
აირჩიეთ მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტები. როდესაც ნახევარფაბრიკატების მოხმარებას შეწყვეტთ, აღმოაჩენთ, რომ შინ კვება მეტად იაფი ჯდება.
აირჩიეთ ხარისხიანი ხორცი
შეგიძლიათ რაციონი შეცვალოთ და გახდეთ ვეგეტარიანელი, მაგრამ თუ ხორცს მაინც ვერ ელევით, აირჩიეთ ხარისხიანი ხორცი. მერწმუნეთ, განსხვავებას იპოვით.
შეწყვიტეთ ურთიერთობა, რომელიც გახრჩობთ
განქორწინების შემდეგ ჯოს ახალი ცხოვრების დაწყება მოუწია. ეს გახლდათ სრულიად სხვა ცხოვრება, გააზრებული და ჯანსაღი. არ არის აუცილებელი, ასევე რადიკალურად მოიქცეთ, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს ურთიერთობა, რომელიც ვერ ვითარდება - თუნდაც მეგობრული. იპოვეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ ყველაფერში.
შეიცვალეთ ფიზიკურად და სულიერად
ზედმეტი წონა რომ არ დაგიბრუნდეთ, არ არის საკმარისი, მხოლოდ ცოტა იკვებოთ და ბევრი იმოძრაოთ. შეხედეთ საკუთარ თავს ახლებურად და გადაწყვიტეთ, რა გსურთ ცხოვრებაში. შემდეგ კი მიჰყევით სურვილებს.