ბოსტნეულის სუპი გასახდომად – საუკეთესო ზამთრის დიეტა! შედეგი კვირაში 5 კგ-მდე
ბოსტნეულის სუპი გასახდომად – საუკეთესო ზამთრის დიეტა! შედეგი კვირაში 5 კგ-მდე
დაიკელით წონაში და გათბით ზამთრის სუსხიან დღეებში ბოსტნეულის ამ არაჩვეულებრივი წვნიანით.
ის მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით; ამასთან, დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები და თან აიმაღლოთ იმუნიტეტი – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, როცა გარეთ ზამთარია!
დიეტის დროს შეგიძლიათ სვათ ცხელი მწვანე ან ბალახების ჩაი, ზომიერად ყავა და კეფირი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დღის განმავლობაში მიღებული სითხის საერთო რაოდენობა არ იყოს 1,5 ლიტრზე ნაკლები (სუპთან ერთად).

ზამთრის დიეტის მენიუ:

საუზმე: 1 ულუფა სუპი ჭვავის ან ცეხვილი პურით, ჩაი/ყავა უშაქროდ.

მეორე საუზმე: 1
ნებისმიერი ხილი ან 1 ჭიქა კეფირი.

სადილი: 1 ულუფა სუპი, უმი ბოსტნეულის სალათა 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 150-200 გრ მოხარშული ხორცი ან თევზი.

სამხარი: 1 ნებისმიერი ხილი ან 1 ჭიქა კეფირი

ვახშამი: 1 ულუფა სუპი, უმი ბოსტნეულის სალათა ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 150-200 გრ მოხარშული ხორცი ან თევზი.

ღამის წახემსება: 1 ჭიქა კეფირი ან 100-150 გრ ხაჭო იოგურტით.

*1 ულუფა – ეს არის ის რაოდენობა, რომელიც დაგანაყრებთ. ნუ შეიზღუდავთ თავს პატარა თეფშებით, მიირთვით იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ. შიმშილი ვერ დააჩქარებს გახდომას, პირიქით, შეაჩერებს, რადგან ზამთარში ჩვენი ორგანიზმი მიდრეკილია გააკეთოს მარაგი და ცხიმს ძალიან, ძალიან ძნელად ელევა. გაითვალისწინეთ ეს და არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ.

*მიირთმევთ თუ არა დიეტის დროს ხორცს ან თევზს, ეს თქვენი გადასაწყვეტია: ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ცხოვრებისეულ პოზიციაზე, გემოვნებასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. გახდომის პროცესზე ეს არანაირად არ აისახება.

ბოსტნეულის სუპი გასახდომად. რეცეპტი:

ინგრედიენტები:


2 ლიტრი წყალი;

1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო;

1 სტაფილო;

1 ტკბილი წიწაკა;

1 კარტოფილი;

1 პატარა ხახვი;

1 კბილი ნიორი;

1/2 ლიმონი;

მარილი და პილპილი;

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;

მწვანილი;

მომზადების წესი:


ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ ყვავილედებად, სტაფილო გახეხეთ, წიწაკა, კარტოფილი და ხახვი დაჭერით. ქვაბი წყლით დადგით გაზზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ჩაყარეთ კარტოფილი და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ ქვაბში დანარჩენი ბოსტნეული და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთი, ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, ჩააწურეთ ლიმონი, ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოხარშული ბოსტნეული შეგიძლიათ დააბლენდეროთ ან მიირთვათ ისევე, როგორც თქვენ მოგესურვებათ.

ბოსტნეულის სუპით გახდომის რეჟიმი გრძელვადიანი დიეტების რიგს მიეკუთვნება. თუკი მოგბეზრდებათ, ზოგიერთი ბოსტნეული შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვებით. მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლით, კარტოფილი – მოხარშული ლობიოთი, წიწაკა – ტომატით, ჩვეულებრივი ხახვი – მწვანე ხახვით. ასევე, სუპში შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანე ბარდა (არადაკონსერვებული), ნიახურის ღერი, ყაბაყი, 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი. ორიენტირი გააკეთეთ თქვენს გემოვნებაზე და გამოიყენეთ ის ბოსტნეული, რომელიც თქვენ გიყვართ!




კომენტარები (1)
irina
დსალიან კარგს გვტავასობ ქალებს მადლობა
მსგავსი სიახლეები
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
10:42 / 04-04-2018
მოგითხრობთ ქმედებებსა და ჩვევებზე, რომლებსაც უნდა დაემშვიდობოთ 50 წლის შემდეგ.
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
13:18 / 08-03-2018
გთავაზობთ ძალიან სასარგებლო სასმლის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ჯანმრთელობას.
10:23 / 01-03-2018
ეს სკამი გამიძლებს? ეს კაბა მომერგება? კიბეებზე ასვლას შევძლებ? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც საკუთარ თავს მაშინ ვუსვამდი, როცა ზოგიერთი ბრენდისთვის არც კი ვარსებობდი და როცა ჩემი წონის მიუხედავად, გარშემო ჩემს არსებობას ვერც კი გრძნობდნენ.
16:05 / 16-02-2018
სარკეში ჩემი მხოლოდ ნაწილი ჩანდა. ჰო, აი ასე, სარკეში, რომელშიც ნორმალური ადამიანების მთლიანი სილუეტი ჩანს, მე ნაწილობრივ ვჩანდი.
14:48 / 15-02-2018
ეს დიეტა დაბალკალორიულია და ეფუძნება ფაქტს, რომ გრეიპფრუტი შეიცავს "მაგიურ" ნივთიერებას, რომელსაც ცილებთან შეხამებაში წონაში კლება მოსდევს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მადის დასაკარგი ჩაი – 7 თვეში 15 კილოგრამი
13:18 / 19-04-2018
ამ ჩაის მეშვეობით ნელ-ნელა, თუმცა წონის დაბრუნების გარეშე იკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ არ ზღუდავთ რაციონს.
დიეტოლოგებმა გაამხილეს, თუ რამდენი ჭიქა ყავა უნდა დალიოთ დღეში - გასახდომად
12:27 / 19-04-2018
მიეჩვიეთ დღის ყავის დალევით დაწყებას? დიეტოლოგებს თქვენთვის კარგი ამბავი აქვთ.
"მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მშობლებიც მსუქნები იყვნენ და არაფერი მეშველებოდა, თუმცა..." - დიეტა, რომელმაც გენეტიკა დაამარცხა
10:41 / 16-04-2018
ბავშვობაში სულ ვიჯექი ან ვიწექი, საწოლიდან სკამზე და სკამიდან საწოლზე გადავდიოდი. არ იფიქროთ, ვაბუქებდე. წლები გავიდა, გავიზარდე. ვიყავი მრგვალი და ტლანქი.
რითი უნდა წაიხემსოთ, თუ დიეტაზე ხართ?
14:22 / 05-04-2018
თუ წონის დაკლებას აპირებთ, კი არ უნდა იშიმშილოთ, არამედ დღეში 5-6-ჯერ, ყოველ 3-4 საათში ერთხელ უნდა ჭამოთ. წახემსების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:
5 პოპულარული დიეტა, რომლებმაც დროს გაუძლო
13:01 / 02-04-2018
კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
არა ვარჯიშს და დიეტას! - 5 უჩვეულო მეთოდი, რომელიც წონის დაკლებაში დამეხმარა
13:10 / 28-03-2018
ვიღაცამ თქვა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო და დანარჩენებმაც დაუჯერეს. სილამაზეს ზოგი მსხვერპლად თავის გემოვნებას და მადას სწირავს, შიმშილით იკლავს თავს და დიეტას ეძახის, მეორე ნაწილი კი ოფლად იღვრება, ვარჯიშობს, დარბის და მსხლის ფორმაში გადაცმულ საკუთარ კილოგრამებს ასე ებრძვის.
რჩევები ქართველი ქალბატონისგან, რომელმაც 38 კილოგრამი დაიკლო
10:27 / 26-03-2018
ნათია ბალანჩივაძე მათ შორისაა, ვინც ერთ-ერთი გახმაურებული დიეტით 7 თვეში თითქმის 40 კილოგრამი დაიკლო და დიეტას კვლავ აგრძელებს.
"ამ დიეტამ 15 კგ-თან ერთად ჭამის მადაც გამიქრო" - დიეტა დიეტოლოგის რჩევით
13:33 / 22-03-2018
ვჭამდი ნახევარი საათი და სხვათა შორის, არც ისე ნელა. ამაზე ყველა მეხუმრებოდა. მეც ვითომ არ მწყინდა, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ დაგროვილი ხუმრობები დიდ ბოღმაში გადამეზარდა და ჩემს ზედმეტ 15 კილოგრამთან ერთად კიდევ უფრო მამძიმებდა.
ახალი საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება
11:36 / 22-03-2018
ზედმეტი კილოგრამები - ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მათი მოშორება არ უნდა! მთავარი კი მოტივაციაა.
ნანუკა ჟორჟოლიანის 10 ოქროს რჩევა წონაში დასაკლებად
12:57 / 21-03-2018
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს საგრძნობლად გახდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი