ყველას უყვარს სქელი, გრძელი თმა. კარგი თმის სტილს შეუძლია შენი თავდაჯერებულობის ამაღლება. გქონდეს ჯანმრთელი თმა, ასეთი თმის მიღება შესაძლებელია სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. აი, რამდენიმე საიდუმლო, ხშირი და ლამაზი თმის შესანარჩუნებლად:
1. დროულად მიხედე ქერტლს
ჯანმრთელი თავის ქალის კანი არის ჯანმრთელი თმის გასაღები. შეიძინეთ შამპუნი, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას. თუ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ წაისვით თავის ქალის კანზე ლიმონის წვენი.
2. დალიეთ, სულ ცოტა, 8 ჭიქა წყალი დღეში
ეს არის გასაღები არა მარტო თმის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის. სწორი ჰიდრატაცია უნარჩუნებს თქვენს თავის ქალის კანს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. ეცადეთ, სულ გედგათ მაგიდაზე წყლით სავსე ბოთლი, რათა მიიღოთ სასურველი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში.
3. დაიმასაჟეთ თავის კანი
დღეში, სულ ცოტა, 2 წუთის განმავლობაში თავზე გაიკეთეთ მასაჟი. ეს ეხმარება სისხლს მოძრაობაში, რაც შემდეგ იწვევს თმის სწრაფ ზრდას. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ხელების ზევიდან ქვევით წამოსული მოძრაობა.
4. ჩაიტარეთ ზეთის პროცედურა ძილის დროს
სცადეთ ქოქოსის ზეთი ან ინდური ზეთი, წაისვით თმის ძირებზე კვირაში ერთხელ მაინც. ქოქოსის ან სხვა ზეთი ამაგრებს თმის ძირებსა და მთლიანად ღერებს, რაც მათ ნაკლებ მტვრევადობას განაპირობებს. უნდა წაისვათ ზეთი, თმა შეიკრათ და აიწიოთ მაღლა, დაიძინოთ პირსახოცზე და შემდეგ დატკბეთ თქვენი ჯანმრთელი თმით.
5. მიიღეთ ომეგა-3
ჯანმრთელ თმას სჭირდება ჯანმრთელი საკვები. შეარჩიეთ საკვები, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს. მაგალითად: ორაგული, ავოკადო ან ნუში.
6. მოერიდეთ შამპუნის გადამეტებული დოზით გამოყენებას
ბევრმა დაბანამ შეიძლება თავის ქალის კანი გამოაშროს. შეეცადეთ, თავი შამპუნით დაიბანოთ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, რათა თმამ შეინარჩუნოს თავისი ნატურალური ცხიმი. დიდი დოზით შამპუნის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თმა, თმის მტვრევა და ქერტლიც კი.
7. ნაკლებად გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც თმას აცხელებს
მაგალითად, იშვიათად გამოიყენეთ ფენი, თმის გასასწორებელი და თმის დამხვევი საშუალებები. კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ ისინი, რათა მათგან გამოწვეულ საფრთხეს აარიდოთ თავი. დიდი რაოდენობით სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს თმის მტვრევა, ბოლოჭამიები და სიმშრალე.
8. გამოიყენეთ დამცავი, თუ იყენებთ რომელიმე ზევით აღნიშნულ საშუალებას
თუ აუცილებლად გჭირდებათ ფენის, გასასწორებლის ან დასახვევის გამოყენება, დაიცავით თმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის პროდუქტი, რომელიც იცავს თმას გადამეტებული სიცხისგან. მისი გამოყენება მაშინაც რეკომენდებულია, როდესაც მზეზე გიწევთ დიდი ხნით ყოფნა.
9. მოერიდეთ სველი თმის დავარცხნას
სველი თმის ვარცხნა იწვევს მათ მტვრევას. თმა ხდება სუსტი, როდესაც ის სველია, მარტივად იმტვრევა. გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, თუ სველი თმის დავარცხნა გიწევთ. უფრო მეტად ასეთი სავარცხელი უნდა გამოიყენონ დახვეული თმის პატრონებმა.
10. მიიღეთ საჭირო ვიტამინები
ვინაიდან სწორ დიეტას მივყავართ ჯანმრთელი თმისკენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ვიტამინები, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს თმაზე. მაგალითად, მიიღეთ ვიტამინები, რომლებიც შეიცავს თუთიას. ამას გარდა, თმის გაზრდას ხელს უწყობს B ვიტამინი. თუმცა ამ ვიტამინებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი ხელს უწყობს თმის ზრდას სხეულის ყველა ადგილას. ამიტომაც მისი გადამეტებული დოზით მიღება არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.