31 წლის ცნობილი იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი მეორე შვილის დედა გახდა. ორი კვირის წინ, რვა წლის მატილდას შემდეგ, მას პატარა მია შეეძინა.
ბავშვის გაჩენის შემდეგ თავისი ბედნიერების შესახებ მან საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა:
"ბედნიერი ვარ, გაცნობოთ მია მაქრეის დაბადება! 14 აპრილს, დილის 9:05-ზე, წონა 2.8 კგ. მე, მის ამაყ მამიკოს, მეთიუს და მის უფროს დას, მატილდას ის ძალიან გვეყვარება! მსოფლიოში ყველაზე მადლიერი ადამიანი ვარ! მადლობა, ღმერთო!"
შეგახსენებთ, მარტში, ორსულმა ბიანკამ მილანის მოდის კვირეულზე, მონაწილეობა მიიღო "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაში, რომელიც დედებს ეძღვნებოდა.
იხილეთ ფოტოგალერეა