ოდესმე დაფიქრებულხართ როდის არის უმჯობესი დილის ყავის დალევა? უმრავლესობის პასუხი იქნება: „ბალიშიდან თავის აწევის შემდეგ 3 წუთში, როცა სამზარეულოში შევალ“. თუმცა პასუხი უარყოფითია.
აი, რატომ უნდა შეცვალოთ ეს შესანიშნავი ტრადიცია.
კვლევის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანისთვის, რომელიც 5 დღე 8 საათიანი რეჟიმით მუშაობს, პირველი ფინჯანი ყავის მიღებისთვის საუკეთესო დროა - 9:30.
საქმე იმაშია, რომ დილის 8-დან 9 სთ-მდე სისხლში ჰორმონ კორტიზოლის პიკია, რაც შაქრის დონეს აკონტროლებს. ამ დროს კოფეინის ზემოქმედება შეუმჩნევლად ჩაივლის. 9 საათის შემდეგ კი სტიმულატორისთვის სწორედ ხელსაყრელი დროა.
როდის დალიოთ ყავა? თუ გრძნობთ, რომ ყავა აღარ გაფხიზლებთ, ტრადიციული ჭიქა ყავა სხვა დროისთვის გადაიტანეთ. ან გადადით ჩაიზე - ის ნაკლებად საზიანოა შრომისმოყვარე ადამიანისთვის.