ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატო დალიჩმა განაცხადა, რომ მთელ თანხას, რასაც ეროვნული გუნდი 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მიიღებს, ბავშვთა დახმარების ფონდს შესწირავს.
ხორვატიის გუნდის ფეხბურთელების მიერ გამომუშავებული ფული ბავშვების დასვენებისთვის დაიხარჯება, რომლებსაც არასდროს უნახავთ ადრიატიკის ზღვა.
ხორვატიაში დაბრუნებისთანავე ფეხბურთელები ავტობუსში გადასხდნენ და კისერზე ჩამოკიდებული მედლებით ქომაგებთან შესახვედრად გაეშურნენ.
2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტებთან მისასალმებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქალაქის ქუჩებში 500 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ხორვატიის დედაქალაქის, ზაგრების მოსახლეობა მხოლოდ 800 ათასს შეადგენს.
მიუხედავად მეორე ადგილისა, ლუკა მოდრიჩი ბავშვივითაა გახარებული. მის პატივსაცემად ახალშობილებს სახელს უკვე არქმევენ.
ანა აგირბა