ბუშტები, შამპანური, მუსიკა, მხიარული განწყობა, მეგობრები, წვეულებები და გართობა - მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.
სწორედ ამიტომაც არსებობს კორპორატიული წვეულებები, სკოლის ბანკეტები, სხვადასხვა ღონისძიება. სწორედ ასეთი ფერადი მოგონებების შესაგროვებლად ვიხდით დაბადების დღეებს, აღვნიშნავთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რათა ისინი დიდხანს დარჩნენ ჩვენს მეხსიერებაში.
ყოველი პატარძალი ოცნებობს დაუვიწყარ ქორწილზე. ასეთი განსაკუთრებული მოვლენების, დღეების, თარიღების აღსანიშნავად სპეციალური კომპანიები არსებობს, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ წვეულება კრეატიული, დასამახსოვრებელი, გრანდიოზული და შეუდარებელი გამოვიდეს.
კორპორაციული საღამოები, ქორწილები, სკოლის ბანკეტები, თემატური წვეულებები, დაბადების დღეები - საქართველოში ამ თუ სხვა მიზეზით გამართული წვეულებები მასშტაბური, საინტერესო და უნიკალური ხდება. წვეულებების ტრადიცია საქართველოში ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება და იხვეწება. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში გამართული არაერთი ღონისძიება, რომელთაგანაც ყველაზე საინტერესოებსაც ახლა წარმოგიდგენთ.
„რადიო პალიტრის“ დაბადების დღე გემზე
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
"რადიო პალიტრამ" აჭარაში მაუწყებლობის დაწყება და 10 წლის იუბილე ბათუმში, გემზე გამართულ წვეულებაზე აღნიშნა. წვეულებას გემი "ბათუმი" მასპინძლობდა. რადიოს 10-წლიანი ისტორიის გაცნობის შემდეგ სტუმრებმა გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა. საღამოს მუსიკალურად კახაბერი აფორმებდა, ცნობილი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი კი განსხვავებული ვახშმით გაუმასპინძლდა სტუმრებს - ქართული ვახშამი აჭარული აქცენტებით. გემრიელი კერძებისა და გემოვნებიანი მუსიკის დაგემოვნებასთან ერთად, წვეულების სტუმრები გათამაშებაშიც ჩაერთვნენ, რომელშიც 50-მდე საჩუქარი გათამაშდა. ივენთის მონაწილეები პარტნიორმა კომპანიებმა ვაუჩერებით, საგზურებით და ზაფხულთან და გართობასთან დაკავშირებული სუვენირებით დაასაჩუქრეს. ღონისძიების ორგანიზატორი ივენთ კომპანია Bloom events-ია.
მაღაზია H&M-ის გახსნა
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
2017 წლის ნოემბერში, თბილისში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიება H&M-ის კონსულტანტებმა ორიგინალურად გახსნეს. ცერემონიას მსახიობი სალომე კოკუაშვილი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია უძღვებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად Dj Rembo აფორმებდა, რომლის დაკრულ მუსიკაზე რიგში მდგომი ადამიანები ენერგიულად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. გახსნის ცერემონიალზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. H&M-ის გადაწყვეტილებით, ყველაზე მონდომებული მომხმარებლები ფასდაკლების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. კერძოდ, იმ ადამიანებმა, ვინც გახსნის ცერემონიაზე პირველი, მეორე და მესამე მივიდა, სასაჩუქრე ბარათები მიიღეს. რიგში მყოფ პირველ ადამიანს 200-ლარიანი, მეორეს 100-ლარიანი, ხოლო მესამეს 50-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. გარდა ამისა, კომპანიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე მისულ პირველ ათას ადამიანს 30-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
Nightwear Party "ბომონდისგან"
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ჟურნალმა „ბომონდმა“ ნატურალურ კოსმეტიკურ ბრენდ "ნუქსთან" სასტუმრო "თბილისი მარიოტის" საპრეზიდენტო აპარტამენტში მხოლოდ ქალბატონებისთვის წვეულება - NightwearParty გამართა. „ბომონდისა“ და „ნუქსის“ ერთობლივი ღონისძიება კომპანია Bloom events-მა დააორგანიზა და განახორციელა. "ნუქსის" წარმომადგენლები სტუმარ ქალბატონებს ხელის მასაჟს სთავაზობდნენ და ბრენდის შესახებ უყვებოდნენ. საძინებელში ფოტოსესიისთვის აპარატურა იყო მობილიზებული, მისაღებში კი ეკო ცეცხლაძე დიჯეობდა. ჟურნალმა "ბომონდმა" და "ნუქსის" ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა საქართველოში - სააფთიაქო ქსელმა "ჯი-პი-სიმ" ყველა სტუმარი სახის, თმის და ტანის მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა, ყველაზე იღბლიანი ქალბატონები კი გათამაშების განსაკუთრებული პრიზების მფლობელებიც გახდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი ივენთ კომპანია Bloom events გახლდათ.
სამეფო ქორწილი მცხეთაში
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და მოდელმა ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი მცხეთაში, სვეტიცხოველში დაიწერეს. ჯვრისწერის წინა საღამოს კი "შატო მუხრანში" გალა-საღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე წითელ კაბაში იყო გამოწყობილი.
რაც შეეხება ქორწილის დღეს, პატარძალს ეცვა კაბა, რომელზეც ქართველი დიზაინერები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ. ქრისტინეს კაბა "მარიონელამ" შეკერა, მას ულამაზესი შლეიფი ამშვენებდა. პრინც ხუანს ტრადიციული ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი ეცვა.
ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, შუა აზიის სამეფოს წარმომადგენლები, წყვილის მეგობრები და შეიხები. საქორწინო დრეს-კოდი მკაცრად იყო დაცული, ქალებს ლამაზი თავსაბურავები ამშვენებდათ, ხოლო მამაკაცებს კლასიკური სამოსი ემოსათ.
ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებთან ერთად მუხრანში გადაინაცვლა. "შატო მუხრანში" სპეციალურად ამ დღისთვის ულამაზესი ბაღი იყო მოწყობილი, სადაც ნეფე-პატარძალმა სტუმრებთან ფოტოები გადაიღო. შემდეგ კი ქართული ცეკვა შეასრულეს. ქორწილის მუსიკალურ გაფორმებაზე "ერისიონი" და დავით ილურიძის ბენდი ზრუნავდნენ. წვეულების კულმინაცია კი უზარმაზარი და უმშვენიერესი ტორტის გაჭრა იყო.