მოდელი, თამო ვაშალომიძე საკმაოდ თამამი ფოტოებით გვანებივრებს, თუმცა ამჯერად უცნაური ნაბიჯი გადადგა.
თამო ერთგვარ ექსპერიმენტს დათანხმდა და ფოტოსესიაზე მონაზვნის როლი მოირგო. მისი თაყვანისმცემლები გაოცებას ვერ მალავენ, რადგან როგორც ჩანს ასეთი თემატიკის ფოტოებს არ ელოდნენ.
თუ მოდელის „ინსტაგრამგვერდს“ გადახედავთ, ნახავთ, რომ კომპლექსები ნამდვილად არ აწუხებს და მიმზიდველი ფორმების დემონსტრირებას არ ერიდება. იგი საკმაოდ აქტიურია და გამომწერების რაოდენობასაც არ უჩივის.
თამო გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს, ხშირად ვარჯიშობს, რომ ფორმაში იყოს. მსგავსი ფორმების მშობიარობის შემდეგ შენარჩუნება, დამეთანხმებით, რომ ადვილი არაა და ძალისხმევასა და მონდომებას საჭიროებს.
სამი დღის წინ მას დაბადების დღე ჰქონდა და ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. როგორც ხედავთ, დაბადების დღეზე თეთრი, ბრჭყვიალა, გრძელი კაბა ეცვა.
როგორც ჩანს, თამოს ამ დღეს უამრავი წითელი ვარდი მიართვეს.