მარნეულელებმა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადეს.
12 ივლისს მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან მათი აზერბაიჯანელი მეგობრები, მეზობლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ სმიტების სახლთან ყვავილები, სათამაშოები და სანთლები მიიტანეს.
მარნეულელები რაიან და ლორა სმიტებს თბილ, გულისხმიერ და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მარნეულში ცხოვრების პერიოდში ისინი ყველას ეხმარებოდნენ.
სმიტების ოჯახის ახლო მეგობარმა, მაიკმა სამოქალაქო სამძიმარზე შეკრებილებს რაიანის მშობლების წერილიც წაუკითხა.
რადიო "მარნეული" წერილის შინაარსს ავრცელებს