შინაგან საქმეთა სამინისტროში ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს შევიდა 112-ში.
"იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს" - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
გაგრძელება + ვიდეო