ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის, ედუარდის ქორწილში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა...
„გავფრინდით უიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედუარდის ქორწილში.
ედუარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC- ის "National Public Radio"-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე, ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.
როგორ ჩქარა მიქრის დრო. თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ ,1993 წელს)“. განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ედუარდ სააკაშვილი 30 ივნისს დაქორწინდა და ამჟამად იგი ფილადელფიაში ცხოვრობს.