ახლახან გახმაურდა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დაქორწინდა.
მისი რჩეული ადინა მელვუსი გახლავთ. გოგონა ებრაული წარმოშობისაა. შეგახსენებთ, რომ ედუარდ სააკაშვილი ამჟამად ფილადელფიაში ცხოვრობს, სადაც თავისი პროფესიით მოღვაწეობს. ის ჟურნალისტია და საზოგადოებრივ რადიოში მუშაობს.
წყვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 30 ივნისს დაქორწინდა.
შვილის ქორწინებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია" - განაცხადა მან.
ეს ამბავი საზოგადოების განხილვის თემად მალევე იქცა. ფაქტია, რომ ადამიანებმა საოცარი მსგავსება აღმოაჩინეს. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ედუარდის მეუღლე სანდრა რულოვსს ძალიან ჰგავს.