ბევრი წიგნი და დიდი ფასდაკლება, გრანდიოზული გათამაშება და პრიზები, სასიამოვნო მუსიკა და ბევრი ტკბილეული - სწორედ ასე აღნიშნავს საქართველოშო წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ,,ბიბლუსი” 57-ე ფილიალის გახსნას.
მაღაზია თბილისში, ცოტნე დადიანის #137-ში, 2 ივლისიდან ოფიციალურად გაიხსნება.
გახსნის დღე მკითხველისთვის მეტად სასიამოვნო სიურპიზებით იქნება სავსე. ახალ ფილიალში მთელი დღის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. 18:00 სთ–დან მოსული პირველი 57 სტუმარი კი ისარგებლებს -50%–იანი ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე. ასევე, მოეწყობა გათამაშება, რომელშიც მრავალფეროვანი პრიზებიგათამაშდება. ღონისძიება საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც ბიბლუსი განსაკუთრებულად ემზადება ტკბილეულითა და ბევრი საჩუქრით.
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბიბლუსის“ ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში წიგნის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა. ბიბლუსი სამომავლოდაც გეგმავს ფილიალების გახსნას როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რათა წიგნი მეტად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. 2 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ველოდებით ჩვენს ერთგულ მკითხველს უკვე ახალ ლოკაციაზე, ხოლო 6 სთ–დან კი მაღაზია ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნება და ჩვენს სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით’’. – განაცხადა ბიბლუსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა.
”ბიბლუსი” ქსელის გაფართოებასთან ერთად, მომხმარებელს უფრო და უფრო ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
კომპანიის ისტორია კი 10 წლის წინ ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო. მაშინ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არც მასშტაბური წიგნის მაღაზიები არსებობდა. მაგრამ პატარა, მყუდრო მაღაზიამ იმდენად ბევრი მკითხველი შემოიკრიბა გარშემო და მოთხოვნა გააჩინა წიგნებზე, რომ მალე ქალაქში „ბიბლუსის“ მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
„ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.