ახლახან, გაჟღერდა სენსაციური ამბავი, რომ კიტ ჰარინგტონმა ცოლი მოიყვანა.
ქალების გულთამპყრობლის რჩეული, სწორედ როუზ ლესლი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ პოპულარული გმირების ნიშნობა გასულ წელს იყო.
საქორწინო ცერემონია ტრადიციული ხასიათის გახლდათ და შოტლანდიაში, ულამაზეს ციხე-სიმაგრეში გაიმართა.
ღონისძიებას სოფი ტერნერიც ესწრებოდა, რომელიც სერიალში ჯონ სნოუს დის როლში იყო.
ჯონ სნოუ და ირგითი, მოგეხსენებათ, რომ ამ საყოველთაოდ ცნობილი სერიალის მთავარი გმირები არიან.
ამ მშვენიერი წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო.
კიტისა და როუზის გარშემო არაერთი ჭორი იყო, თუმცა როგორც ხედავთ მათმა სიყვარულმა ყველა დაბრკოლებას გაუძლო.