ბრიტანელი მეთიუ კორლი ფულს გამუდმებით მშობლებს სთხოვდა.
2017 წელს სასამართლომ ბიჭს 32-კვირიანი პატიმრობა შეუფარდა თვალთვალისთვის, მაგრამ ბრიტანელი ამან ვერ შეაშინა: ერთხელ მეთიუმ მშობლებს დღის მანძილზე 30-ჯერ დაურეკა, რის შემდეგაც მათ სასამართლოს კვლავ მიმართეს.
მეორედ სასამართლომ მეთიუს 12-თვიანი საზოგადოებრივი სამსახური მიუსაჯა და 5 წლის მანძილზე მშობლებთან ურთიერთობა აუკრძალა.
როგორც პროკურორი ჰყვება, ბიჭი ფულის მისაღებად გამუდმებით იტყუებოდა. მაგ: კორლიმ ერთხელ მშობლებს უთხრა, რომ გასაუბრების წინ წვერის პარსვისას მას საპარსი გაუტყდა და ახლის შესაძენად ფული სჭირდებოდა. მშობლებმა შვილს ფული მისცეს, თუმცა შვილი კვლავ წვერში იყო.
სასამართლოზე კორლის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს.
ანა აგირბა