გიორგი მახარაძე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დაბრუნდა, რასაც მაყურებელი ძალიან დიდი სიხარულითა და ემოციებით შეხვდა.
გთავაზობთ ჟურნალ "თბილისელებიდან" ინტერვიუს ამონარიდს გიორგი მახარაძესთან.
"ოპერაცია, რომ გავიკეთე, პალატაშივე ვთქვი: ვსო, ეგ იყო და მორჩა-მეთქი. ამას ახლობლების დასამშვიდებლად არ ვამბობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო და მადლობა ღმერთს, ეგრეც მოხდა.
თურქეთიდან ყველაზე გახარებული ბოლოს დავბრუნდი. მითხრეს, რომ ქიმიის გაკეთება აღარ მომიწევდა. მანამდე ვიცოდი, რომ ამ პროცესს დეპრესია ახლდა, მაგრამ რა დეპრესია-მეთქი, ვფიქრობდი.
თურმე, თვითონ ქიმია კი არა, ის მდგომარეობა იწვევს დეპრესიას, რომელშიც ქიმია გაგდებს. გაგრძელება