როგორც იცით, დღეს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა - გომბორზე, თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავტოკატასტროფას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - ერთი მცირეწლოვანის. 20-ზე მეტი დაზარალებულია.
ერთ-ერთი მეექვსეკლასელი გოგონას ინფორმაციით, რომელიც ავარიის დროს მიკროავტობუსში იჯდა, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა:
გომბორზე, ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც მე-6 კლასის მოსწავლემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ავარიის დროს მძღოლმა ყვირილი დაიწყო და იძახდა, დავიღუპეთო. ჩვენც პანიკაში ვიყავით.
"მძღოლი ამუხრუჭებდა, მაგრამ მანქანა არ ჩერდებოდა. ყველას შეგვეშინდა. ავარიისას ერთი ბავშვი დაიღუპა და დედა მეუბნებოდა - მისკენ არ გამეხედა. ძალიან შეგვეშინდა. ორი "მარშუტკით" ვიყავით. ყველა საავადმყოფოში წევს, ჩემ გარდა", - განაცხადა დაშავებულმა მოსწავლემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში ჩაუტარდა.
სოციალურ ქსელში მშობლებს შორის კვლავაც აქტუალური გახდა თემა, რამდენად საჭიროა ეს ექსკურსიები ან თუ საჭიროა, რატომ ხდება უმართავი ეს პროცესი და ყოველ წელს რატომ ეწირებიან მასობრივ ექსკურსიებს ადამიანები?
გთავაზობთ რამდენიმე მშობლის მოსაზრებას