რამდენიმე დღის წინ, ულამაზესმა ქეთამ თავის „ინსტაგრამგვერდზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც განსხვავებულად გამოიყურება.
საქმე იმაშია, რომ მომღერალს ახალი ვარცხნილობა აქვს.
მომღერლის მიმართ დადებითი შეფასებები არც ქართველმა თაყვანისმცემლებმა დაიშურეს. აი რას ფიქრობენ ისინი: „დედა, რა ლამაზი ხარ გოგო“ „ქეთის ყველაფერი უხდება, იმიტომ, რომ ნათელი და ალალია“, „უმაგრესი ხარ ქეთ“.
საბოლოო ჯამში, აზრი შეჯერდა იმაზე, რომ ქეთას კარე ძალიან უხდება. მომღერლის გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მისი ახალი სტილი ძალიან მოსწონთ.
აქამდე ქეთა ძირითადად გრძელ თმას ანიჭებდა უპირატესობას.
ქეთა თოფურია ვიზუალურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობს და ცდილობს, რომ ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურებოდეს. ეს ყოველივე ამ ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალს „ინსტაგრამგვერდზე“ უკვე 2 მილიონი გამომწერი ჰყავს.
შეაფასეთ ტეილორ სვიფტის ცეცხლოვანი თმის ფერი და ახალი იმიჯი