როგორც აღმოჩნდა, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწინება ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა.
სამეფო ქორწილით აღფრთოვანებულმა ნიჭიერმა გოგონამ, საკუთარ ტუჩებზე წყვილის პირველი კოცნა გადაიტანა. ადამიანებმა ჰარისა და მეგანის პირველი კოცნა შეიყვარეს და ამას სხვადასხვაგვარი გზით გამოხატავენ..
პოსტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასზე უამრავი სახალისო და ლამაზი კომენტარია.
ამ ფოტოს ატვირთვის შემდეგ გოგონას „ინსტაგრამგვერდზე“ ძალიან ბევრი გამომწერი მოემატა და ახლა უკვე 1,2 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.
ჟასმინა დენიელი გარეგნობითაც გამოირჩევა. ის ძალიან უკომპლექსოა და საკუთარი ფორმების დემონსტრირებას არ ერიდება.
მისი გულშემატკივრები ძალიან აფასებენ ჟასმინას ბუნებრივობას და ამის გამო კიდევ უფრო მეტად შეუყვარდათ ის.
გოგონა უჩვეულო მხატვრობით სერიოზულადაა დაინტერესებული, რადგან ახლახან მან ტუჩებზე, ვან გოგის ნახატი „ღამე ვარსკვლავებით“ დაიხატა.