ღია წერილი გიორგი გაბუნიას
გიორგი, სალამი!
არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს, გტკივა, განიცდი... ამ ყველაფრის მოსაგერიებლად კი არასწორი მეთოდებით იბრძვი...
ახლოს რომ იყო, მეტს გეტყოდი, მეტს ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მომისმენდი, ან საერთოდ გექნებოდა თუ არა შეხვედრის სურვილი, რადგან შენი აზრით, მე ხომ "ბნელი" ვარ, ბნელ მხარეს ვდგავარ და შენთვის მხოლოდ დასაცინია ეს "სიბნელე"...
ამ დროს, გიორგი, სიბნელე იცი, რა არის?! შენი კომპლექსების და პატარა ადამიანის სინდრომის დასაფარად სრულიად ერს, ეკლესიას, ღვთისმშობელს და ქრისტეს რომ დასცინი! კიდევ იცი, რა არის სიბნელე?! შენთვის არავინ არის ავტორიტეტი, საკუთარი თავის გარდა... განაგრძეთ კითხვა