ცოტა ხნის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღეს.
საკრებულოს თავმჯდომარის - მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და რატომღაც ინფორმაციამ არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო.
ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქტიურად ვრცელდება იუმორისტული პოსტები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დასაფლავების უცნაური ტრადიციები აქამდე მთელ მსოფლიოში არსებობდა. გავეცნოთ ყველაზე უცნაურ სასახლეებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
1. ბიოდეგრადირებადი კაფსულა
კვერცხის ფორმის კაფსულა იტალიელმა დიზაინერებმა შექმნეს. მათი კონცეფციიდან გამომდინარე, აღნიშნულ სასახლეში გარდაცვლილი ემბრიონულ პოზიციაში და თვითონ კაფსულა, მიწის წიაღში მცენარესავით ირგვება. დაათვალიერეთ მსოფლიოში ყველაზე უცნაური კუბოები