ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ყველაზე აქტიური და განხილვადი მოქმედი პირი ჰყავდა. გამოიკვეთა რამდენიმე პერსონა, რომელმაც საზოგადოება სხვადასხვა ასპექტში ძალიან დააინტერესა.
განსაკუთრებული გამოხმაურება 9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგონას მოჰყვა. ზოგმა ამით „ქართველობა დაკარგა“, ზოგისთვის კი - არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ცეკვავდა ადამიანი და მორჩა. ეს გოგონა ასევე აქტიურად ჩანდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ამპლუაში. ის ანი სუბელიანია, აქციის პოპულარული სახე, რომლისთვისაც ყოვლად გაუგებარია ის აგრესია, რაც მის ცეკვას მოჰყვა და ამის შესახებ საკუთარ "ფეისბუქგვერდზეც" დაწერა:
„ვინც 9 აპრილის მემორიალზე დგომამ და ცეკვამ გაგაღიზიანათ და მეტიც, აგრესიას არ იშურებთ, უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ თავისუფლებაზე და საერთოდ არაფერი არ გესაქმებათ ახლოს ამ პროტესტთან. ბასიანის და გალერის კი არა, თავისუფლების დასაცავად ვდგავართ! იმავე თავისუფლების, რომლის დაცვასაც შეეწირნენ 9 აპრილს ჩვენი მოქალაქეები! ისინი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არა ქვის გაკერპებისთვის!! მათსავე ბრძოლას შევუერთდი ამ აქტით და მახინჯი ტვინები გაქვთ, ვინც ამას სხვაგვარად აღიქვამთ.
პ.ს. დღე იყო სასწაული, ხალხი ერთიანი, პროტესტი ცივილური და ხვალინდელი დღის კიდევ უფრო დიდი იმედით ვაგრძელებ სვლას!"
ანი საზოგადოებამ პროექტ „ვარსკვლავების აკადემიიდან“ გაიცნო. სწორედ ამ შოუს უკავშირდება მისი პირადი ცხოვრებაც, რადგან იქ გაიცნო მომავალი მეუღლე,
ასევე მუსიკოსი ლევან დობაძიშვილი. წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა, ურთიერთობა გაესაიდუმლოებინა, ჭორები კი ვრცელდებოდა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ადასტურებდა. პროექტის დატოვების შემდეგ ანი და ლევანი დაქორწინდნენ, შვილიც შეეძინათ, რომელსაც დადა დაარქვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. გაგრძელება + ფოტო/ვიდეო