უახლოესი ორი დღის ამინდის პროგნოზი
10-12 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.