"იქს ფაქტორის" შოუ სულ უფრო აზარტში შედის. შესაბამისად, კონკურსი უფრო დაძაბული ხდება.
პროექტში მოსახვედრად ერთმანეთს უამრავი ნიჭიერი ადამიანი უწევს კონკურენციას. გასულ კვირას, "იქს ფაქტორის" კასტინგზე მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილმა სალომე ჩიტაძემ მიიღო მონაწილეობა. მისმა სიმღერამ ჟიურიც მოხიბლა და მაყურებელიც.
პროექტის შესარჩევი კასტინგები ჯერჯერობით არ დასრულებულა. უცნობია, საბოლოოდ ვინ მოხვდება იმ საუკეთესო მონაწილეებს შორის, რომლებიც წლევანდელი "იქს ფაქტორის" გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
"რეიტინგისთვის" კულუარულად გახდა ცნობილი, რომ გუშინ "სკამების ტურის" ჩაწერა იყო. ჩვენი წყაროს ცნობით, "სკამების ტური" მაკა ზამბახიძის ქალიშვილმა წარმატებით ვერ გადალახა. გაგრძელება