გუდაურში, სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის ოჯახი მედიის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს და დიპლომატიურ მისიებს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ლიპარტელიანები წერენ, რომ მათი ოჯახის წინააღმდეგ ორი წელია მიმდინარეობს ცილისმწამებლური დევნა და მათ უსაფუძვლოდ აბრალებენ სასამართლოზე ზეწოლას, კორუფციულ გარიგებას და მოსყიდვას.
ლიპარტელიანის ოჯახის წევრების ინფორმაციით, წერილი, რომლითაც გიორგი ლიპარტელიანი საზოგადოებას მიმართავს, ერთი თვის წინ დაიწერა, მაგრამ არ გამოქვეყნებულა მისივე ადვოკატის თხოვნით, რადგან ადვოკატი თვლიდა, რომ ეს წერილი ერთგვარი მცდელობა იქნებოდა, მიმდინარე სასამართლო პროცესზე ზემოქმედების. წაიკითხეთ წერილი