ასაკს არა მხოლოდ კისერი, დეკოლტეს ზონა და ხელები გასცემს, არამედ მუხლებიც. ხანდახან ვერც ახალგაზრდა გოგონები დაიკვეხნიან მოხდენილი ფეხებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, შორტებსა და მინი-ქვედაბოლოებს მაინც არ ერიდებიან.
დაათვალიერეთ ფოტოები და აღფრთოვანდით ზოგიერთი ვარსკვლავის სითამამით
ანა დელო რუსო
გამხდარი სხეულიდან გამომდინარე, ანა ახალგაზრდა მოდელს ჰგავს, თუმცა ნაოჭები სახეზე და არაიდეალური მუხლები მის ასაკს გასცემს. ის 56 წლის გახლავთ.
ელ მაკფერსონი
მოდელი დღემდე კარგ ფორმაშია და მზადაა, ახლაც გადაიღონ ფოტოსესიებში, თუმცა მანამდე კარგი იქნებოდა მუხლების რეტუშირება.
შერონ სტოუნი
Instagram-ზე გამოქვეყნებული ბიკინიში გადაღებული უამრავი ფოტო იმაზე მეტყველებს, რომ მსახიობი სულაც არ ღელავს საკუთარი ასაკის გამო, რომ მისი სხეული სრულყოფილი აღარ არის, განსაკუთრებით კი, მუხლები.
დემი მური
როგორც ამბობენ, მსახიობმა მუხლების ლიპოსაქცია რამდენჯერმე გაიკეთა, თუმცა აშკარაა, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
მელანი გრიფიტი
ყველამ კარგად იცის პლასტიკური ქირურგისადმი მისი სიყვარულის შესახებ, თუმცა მსახიობი რატომღაც სახეს უთმობს უფრო დიდ ყურადღებას, ვიდრე სხეულსა და მუხლებს, რომელსაც უკვე დიდი ხანია კორექცია სჭირდება.