დასავლური მედიის ცნობით, გასულ კვირას ანჯელინა ჯოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლოს-ფელისში, საკუთარ სახლში მსახიობმა მოულოდნელად გონება დაკარგა.
კონკრეტულად ვინ გამოიძახა სასწრაფო დახმარება, შვილმა თუ რომელიმე მოსამსახურემ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჯოლი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ვარსკვლავი გააფრთხილეს, რომ ის ძალიან გამოფიტულია და მომავალში ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება.
როგორც 42 წლის მსახიობის დაქალი ირწმუნება, მისი მდგომარეობა სრულიად გასაგებია. ჯოლის უძილობა და მადის დაქვეითება ტანჯავს, რაც ნერვული სისტემის გამოფიტვას იწვევს. განაგრძეთ კითხვა