ორსული ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელ მეუღლესთან ერთად საქართველოს ესტუმრა.
მოიარა სხვადასხვა ტელეშოუ, სადაც ჰყვებოდა, როგორ ელოდნენ იმ დღეს, როცა შეიტყობდნენ მის ორსულობას... ამის შემდეგ დაიწყო რთული პერიოდი, "ზეტოქსიკოზი" - მისივე სიტყვებით, და ნუკის პრეტენზიები, რომელთა შესრულებაც ბენს ერთგვარად სიამოვნებასაც კი ანიჭებდა.
დღეს ნუკიმ საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი.