25 იანვრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში - თოვლი, ხოლო აღმოსავლეთში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, 24-25 იანვარს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით მოსალოდნელია 4-დან 9 გრადუსამდე, მთიან რაიონებში - 0-დან +5 მდე და მაღალმთიან რაიონებში - -3 +2.
"26 იანვრიდან კვირის ჩათვლით, შედარებით გამოიდარებს. 28 იანვარს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია, აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს" - განმარტა დოდო გვაზავამ.
სინოპტიკოსის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 25-28 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი,
მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ნისლიც.
"ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია ბარში 0-4 გრადუსი. მთიან რაიონებში -2 გრადუსი და მაღალ მთაში -2-დან -7 გრადუსამდე", - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. 27-28 იანვარს შესაძლებელია მცირე ნალექი, თოვლჭყაპი, ნისლი. გაგრძელება