ვენეციას მეტსახელად არხების ქალაქს უწოდებენ. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს, რომლებიც ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული.
ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მოდით, გავისეირნოთ ვენეციის დიდ არხში ("კანალე გრანდე").