"წავიდა ჩემი ნანა... ჩემი ოქროს გოგო..." - ასეთი სიტყვებით აუწყა დღეს საზოგადოებას რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ნანა კობერიძის გარდაცვალების შესახებ.
ცნობილ მსახიობებს, ოთარ კობერიძესა და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ - ნანა კობერიძე, რომელიც მხატვარი გახლდათ. სამწუხაროდ, ისიც ნაადრევად გარდაიცვალა, ისევე, როგორც მისი ულამაზესი დედა.
მას ერთი ქალიშვილი - ანკა მანჯგალაძე დარჩა და ასევე შვილიშვილი. ანკა არქიტექტორია. იხილეთ ფოტოები.