თოქ-შოუ "პროფილი", რომლის წამყვანი მაია ასათიანია, ეთერში ბრუნდება. ცოტა ხნის წინ გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე ტელეწამყვანის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც გადაცემის ჩაწერის დროს არის გადაღებული.
"პროფილი ბრუნდება"- წერია ფოტოს კომენტირებისას. როგორც Ambebi.ge-ს გადაცემის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ განუცხადა, "პროფილი" ეთერში 4 მაისს გავა.
"პროფილი" 22:00 საათზე დაიწყება, პრომო ხვალ გავრცელდება. გაგრძელება