ქალის ინტიმური ჯანმრთელობა - ძალიან ფაქიზი სუბსტანციაა, რომელიც მუდმივ მოვლას საჭიროებს. უამრავ ლამაზმანს ერიდება ამ საკითხზე საუბარი, ვარსკვლავების უმეტესობისთვისაც ეს თემა ტაბუდადებულია.
მაგრამ მაინც არიან ისეთები, რომლებიც თავიანთი ურთიერთობების, სექსუალური ცხოვრებისა და ინტიმური ჰიგიენის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობენ. დღეს სწორედ მათ ინტიმურ გულახდილობას შემოგთავაზებთ.
გვინეტ პელტროუ
ეს მსახიობი უკვე დიდი ხანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის გურუდ მოგვევლინა. ის სწორად იკვებება და სპორტით არის დაკავებული. მან საკუთარი რეცეპტების წიგნიც გამოსცა. თუმცა, გვინეტი არ ჩერდება ამ მიღწევებზე. სულ ახლახან მსახიობმა გადაწყვიტა, გაეზიარებინა თაყვანისმცემლებისთვის ინტიმური ზონის მოვლის საიდუმლოებები. ის ურჩევს, რეგულარულად ჩაიტარონ ავშანის ინფრაწითელი ორთქლის აბაზანები. გვინეტი ირწმუნება, რომ ეს პროცედურა წმენდს საშვილოსნოს, ასევე, არეგულირებს სისხლში ესტროგენის დონეს.
მაგრამ გინეკოლოგები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას: ირწმუნებიან, რომ ასეთი პროცედურა ბაქტერიების გავრცელების ზრდის მაპროვოცირებელია.{{ArticleSplitCont}}
შეილინ ვუდლი
ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა შეილინ ვუდლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ემხრობა ერთი ცნობილი ნატუროპათის მოსაზრებას: სასქესო ორგანოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია D ვიტამინი.
ინტიმურ ადგილებში დისკომფორტის დროს ის, უბრალოდ, გარუჯვას ურჩევს, ამასთან, ფეხების ფართოდ გაშლას. ალბათ, როგორც უკვე მიხვდით, გინეკოლოგები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ზაფხულში რძიანას დაბადების წარმოშობის რისკი უფრო მაღალია.{{ArticleSplitCont}}
კორტნი კარდაშიანი
ერთ-ერთ ინტერვიუში კორტნიმ განაცხადა, რომ ინტიმურ ადგილებში მაიონეზს ისვამს. იგი ირწმუნება, რომ ამგვარად ბიკინის ზონა უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ვიმედოვნებთ, რომ კორტნიმ იხუმრა.{{ArticleSplitCont}}
ქლოე კარდაშიანი
ქლოე აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია იყენებს ლაზერს კოლაგენის გამომუშავების სტიმულაციისთვის და საშოს ელასტიუკრობის აღსადგენად. მაგრამ ექიმები კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ პროცედურისგან ორსულებმა და მათ, ვისაც ვაგინალური ინფექცია აწუხებს.{{ArticleSplitCont}}
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
მსახიობმა თავისი თაყვანისმცემლები კვლავ გააოცა: ბოიფრენდთან დაშორების შემდეგ ინტიმური ადგილი სვაროვსკის სტრაზებით მორთო.{{ArticleSplitCont}}
კანდი ბერასი
ამერიკელმა მომღერალმა განაცხადა, რომ ხანდახან ინტიმურ ადგილში ცოტაოდენ შაქარს ათავსებს. ამ პროცედურის არსი საიდუმლოდ დარჩა.{{ArticleSplitCont}}
ჯენიფერ ლოურენსი
ახლახან მსახიობმა განაცხადა, რომ სტრესის გამო შეუკავებლობა ჰქონდა. პრობლემის გადაწყვეტაში მას კეგელის ტრადიციული ვარჯიშები დაეხმარა.{{ArticleSplitCont}}
კამერონ დიასი
მსახიობმა წიგნი გამოსცა, სადაც პიკანტური ადგილების პრობლემას მთელი თავი დაუთმო. კამერონი ამბობს, რომ ხანდახან მანტრებს უმღერის თავის ინტიმურ ადგილს.{{ArticleSplitCont}}
კერი-ენ მოსი
მოსი მენსტრუალური კაპების მომხრეა და ირწმუნება, რომ ეს უფრო ეფექტურია და მოსახერხებელი, ვიდრე ტამპონები და საფენები.{{ArticleSplitCont}}
მერილინ მონრო
დაბოლოს, საინტერესო ფაქტი ცნობილი მსახიობის ცხოვრებიდან: მერილინ მონრო რეგულარულად იღიავებდა თმას ინტიმურ ზონაში, რადგან თავიდან ბოლომდე ქერა ყოფილიყო!