ტელეწამყვანის, მაია ასათიანის დედა ნინო კალანდარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს ავრცელებს, სადაც ტელეკომპანია "მარაოზე" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც ცნობილია, არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც ყველა გადაცემა დაიხურა.
"ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა, მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი "მარაო" დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს.... განაგრძეთ კითხვა