ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ძვირად ღირებულია, ბევრი იყენებს მას სალათებისა და ცხელი კერძებისთვის.
ინგლისის დე მონფორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს ზეითუნის ზეთის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების თაობაზე.
მათ დაასკვნეს, რომ ეს პროდუქტი სასარგებლოა მხოლოდ უმ მდგომარეობაში. შეწვის დროს ზეთი გამოჰყოფს ალდეჰიდებს - ნივთიერებას, რომელიც საშიშია ორგანიზმისთვის.
ღორის ქონის სასარგებლო თვისებები
ამიტომ ექიმები გვირჩევენ, მცენარეული ზეთი არ გამოვიყენოთ ცხელი კერძებისთვის და ჩავანაცვლოთ იგი ღორის ქონით. ღორის ქონი ცხიმოვან მინაერთებს შეიცავს, რომლებიც გაცხელებისას არ გამოჰყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს.
ასევე, იგი შეიცავს არაქიდონულ მჟავას, რომელსაც სასარგებლო თვისებები გააჩნია: დადებითად ზემოქმედებს ტვინის, გულის, თირკმელების მუშაობაზე და გამოჰყავს სისხლიდან მავნე ქოლესტერინი.