ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასათიანის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს.
მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტელეწამყვანს შვილის გარდაცვალების გამო "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.
პეტრე კოლხი: "მაია, მეც მკვდარი ვარ!"
სალომე ასათიანი: "ასეთ დროს სიტყვები მართლა არ არის. მარტო საშინელი უსამართლობის განცდა. მთელი გულით თანავუგრძნობ მაიას. ნეტავი რამით მაინც შემეძლოს დახმარება".
შორენა ბეგაშვილი: "მაია, ვერ ვჩერდები, ისე ვტირივარ. შენს გვერდზე ვარ და როგორ მესმის შენი".
კახა მამულაშვილი: "მაია, მეც მკვდარი ვარ!".. გაგრძელება