თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ სასმელს უცნაური გემო აქვს. ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მას ძალიან ძლიერი მოქმედება აქვს. მომენტალურად აღადგენს ორგანიზმს.
ბანანის კოქტეილი 2 წამში მზადდება. ძირითადი მკვებავი კომპონენტი გახლავთ ბანანი, რომელიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს. კალიუმი სასარგებლოა ყველა კუნთისთვის, მათ შორის, გულის კუნთისთვის. ფოსფორი ორგანიზმს ნახშირწყლების მონელებაში ეხმარება.
დარიჩინი ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადებების, დაბნეული სკლეროზის, სხვადასხვა სიმსივნისა და მენინგიტის წარმოშობას ეწინააღმდეგება. სასმლისთვის უნდა გამოიყენოთ ნატურალური დარიჩინი, ჩხირები და არა ფხვნილი.
ეს საოცარი სუნელი ებრძვის უშვილობას, რადგან ქალისა და მამაკაცის ჰორმონებს აბალანსებს. გარდა ამისა, დარიჩინი სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს.
ამ საოცარი სასმლის ეფექტურობა უკვე 3 დღეში არის შესამჩნევი. მის მოსამზადებლად გამოიყენეთ მწიფე ბანანი.
ბანანი დარიჩინით
ინგრედიენტები
• 1 ლიტრი წყალი
• 2 დაჭრილი ბანანი
• 2 ჩხირი დარიჩინი
მომზადების წესი
მოადუღეთ დარიჩინიანი წყალი. მოათავსეთ თბილ წყალში ბანანი და წამოადუღეთ.
გააცივეთ კოქტეილი და დალიეთ ძილის წინ 1 საათით ადრე.
საჭმლის მონელება, კარგი ძილი, მეხსიერების გაუმჯობესება, ჰემოგლობინის დარეგულირება - ეს გახლავთ მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი ბანანის ნაყენის ორგანიზმზე მოქმედებიდან.