კომედიისა და დრამის მოყვარულებს ფილმების - ‘’The Wolf Of Wall Street’’ და ‘’რა მოხდა ვეგასში’’ შემქმნელებისგან, 18 აგვისტოდან საქართველოს კინოთეატრებში ფილმი - ‘’იარაღით მოვაჭრეები’’ ელით.
მთავარი გმირები, ჰილი და ტელერი, საკმაოდ იღბლიანები აღმოჩნდებიან. მათ მცირედით დაიწყეს, მაგრამ თანდათან დიდი ფული იშოვეს და ხელგაშლით ცხოვრება შეძლეს. ერთხელაც მეტისმეტად მაღლა ახტომა მოინდომეს და 300-მილიონიან გარიგებას შეეჭიდნენ, რაც ავღანელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობდა. სწორედ აქ იწყება ორი მეგობრის საინტერესო, კომედიური და ამავე დროს, დრამატული ისტორია.
ფილმში ისეთი ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ჯონა ჰილი, მაილს ტელერი, ბრედლი კუპერი, ანა დე არმასი და სხვები. ბრედლი კუპერისა და ფილმის რეჟისორის, ტოდ ფილიპსის მეოთხე ერთობლივი ნამუშევარია. ‘‘იარაღით მოვაჭრეები’’ დაფუძნებულია წიგნზე - ‘’Arms and the Dudes’’. კინოთეატრებში ფილმის ნახვა თვის ბოლომდეა შესაძლებელი, მისი ნახვის შესაძლებლობა ქართველ მაყურებელს კი მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე შეეძლება.