როგორც ჩანს, ჭორები ჰოლივუდის მთავარი power couple-ის განქორწინებაზე მართალი აღმოჩნდა. დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილი უახლოეს მომავალში ერთმანეთს დაშორდება, რასაც ადასტურებენ ოჯახთან დაახლოებული პირები.
ბოლო მცდელობა, გაემყარებინათ ურთიერთობები - ცოლ-ქმრის ერთობლივი შვებულება ვიეტნამში – კრახით დასრულდა: მსახიობები დაუსრულებლად ჩხუბობდნენ და არკვევდნენ ურთიერთობას, საბოლოოდ კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი ქორწინების გადარჩენა შეუძლებელია.
იმასაც ამბობენ, რომ სანამ პიტი საკუთარი ფილმის პრეზენტაციას აკეთებდა ამერიკაში, კამბოჯაში მყოფი ჯოლი სხვა მამაკაცის მკლავებში ატარებდა დროს.
თუკი ჭორები მართლაც დადასტურდება, მსოფლიო უკანასკნელი წლების ყველაზე ხმაურიანი განქორწინების მომსწრე გახდება: წყვილის საერთო ქონება 500 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მათი მეგობრების სიტყვებით, მიუხედავად საქორწინო კონტრაქტისა, თითოეული მათგანი უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს ყოველი დოლარისთვის – იმდენად ძლიერია ცოლ-ქმრის ერთმანეთისადმი მტრობა. გარდა ამისა, ჯოლი და პიტი 6 ბავშვს ზრდიან: სამ საკუთარს და სამ აყვანილს, რომლებზე მეურვეობაც გადასანაწილებელი იქნება.