ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული შაქარზე. ბევრისთვის დღე ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია – ის ერთგვარ ნარკიტიკი, დოპინგია. არადა, ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნებელია.
იმისათვის, რომ უარი თქვათ ტკბილეულზე დიდი ნებისყოფაა საჭირო, თუმცა, არსებობს მეთოდი, რომელიც მარტივად გადაგაჩვევთ მას.
ამ აღმოჩენის ავტორი ცხნობილი ამერიკელი ნევროლოგი და ფსიქიატრი ალან ჰირშია.
მაშ ასე, შაქარზე დამოკიდებულებისგან გიხსნით პიტნის ეთერზეთი.
აღმოჩნდა, რომ ამ მცენარის არომატი არა მხოლოდ სიმხნევესა და ენერგიას გვანიჭებს, ასევე, ნაყროვანების გრძნობასაც იწვევს.
მაგრამ როგორ გამოვიყენოთ სწორად პიტნა შაქრის ნარკომანიის წინააღმდეგ? მეცნიერები გვირჩევენ, გავიკეთოთ პიტნის ეთერზეთის ინგალაციები (აბაზანაზე 10-იოდე წვეთი). ასევე რეკომენდებულია უბრალოდ თან ატაროთ პიტნის ეთერზეთის ფლაკონი და პერიოდულად დაყნოსოთ მას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკბილეული მოგინდებათ.
მაგრამ თუკი 2 წვეთ ქოქოსის ზეთს შეურევთ 2 წვეთ პიტნის ზეთს და ყოველ დილით წაისვამთ მიღებულ მასას მაჯის შიდა მხარეს, სულ მალე შეამჩნევთ, რომ მარტივად შეგიძლიათ იცხოვროთ ტკბილეულის გარეშე!.
ტკბილეული მიმზიდველი რამ არის, მაგრამ სასურველია დაივიწყოთ მის შესახებ სამუდამოდ, ან ძალიან მცირე რაოდენობით მიიღოთ. დაგვერწმუნეთ, ორგანიზმი ამისთვის მადლობას გადაგიხდით.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუკი უარს იტყვით შაქარზე?