თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ვარსკვლავებმა რაღაც სუპერძალა არგუნა. იცით, რომელია თქვენი?
ვერძი - ყველაზე მგზნებარე
მათი გასაოცარი ენერგეტიკა, ფაქტობრივად, გითრევს სასიყვარულო ჭაობში. ქარიზმის წყალობით მათ შეუძლიათ ნებისმიერს შეაყვარონ თავი. ვერძები საუკეთესო საყვარლებად მიიჩნევიან.
კურო - ყველაზე დიდი გურმანი
დიახ, სწორედ ისინი მიირთმევენ სადღესასწაულო ტორტის კენწეროს ალუბალს. უბრალოდ, მიჩვეულნი არიან, მიიღონ საუკეთესო და სიცოცხლე სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ. ეს ცხოვრების ყველა სფეროში გამოიხატება - ჭამაში, სიყვარულში, სახლებში, პარტნიორებში და ყველაფერში, რასთანაც კუროებს შეხება აქვთ.
ტყუპი - ყველაზე ინტელექტუალურები
შესაძლოა, სხვებმა მათზე მეტი იცოდნენ, მაგრამ სწორედ ტყუპებს გააჩნიათ ნიჭი, გამოიყენონ ცოდნა სწორად. ისინი გარს იხვევენ ინფორმაციებსა და კავშირებს და თავს ამ საინფორმაციო ველზე ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.
კირჩხიბი - ყველაზე ემოციური
მიუხედავად ამისა, მათ უადვილდებათ ემოციების საკუთარ თავში გადახარშვა, ამიტომ კირჩხიბებს განდეგილებად თვლიან. სინამდვილეში კი, მგრძნობიარეები და ემოციურები არიან.
ლომი - თავის თავზე შეყვარებული
რა თქმა უნდა, კარგი გაგებით! რადგან, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვასაც ვერ შეიყვარებ. გახსოვდეთ ამის შესახებ ლომთან ურთიერთობისას. თუ ლომი თქვენ მიმართ სიმპათიას გამოხატავს, დარწმუნებული იყავით, ის გულწრფელია.
ქალწული - ყველაზე ერთგული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები პარტნიორს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ. და ეს ყველაფერი პედანტურობის წყალობით. ისინი დიდხანს ეძებენ და თუკი იპოვეს - პარტნიორის ერთგულნი იქნებიან ცხოვრების ბოლომდე.
სასწორი - ყველაზე კომუნიკაბელური
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ექსტრავერტები არიან. ისინი ქრონიკულად ვერ იტანენ სიმარტოვეს. ყველაზე დიდი საჩუქარი მათთვის კი - ურთიერთობაა.
მორიელი - ყველაზე მზაკვარი
არსებობს გამოთქმა - ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ აწყენინოთ მორიელს. არ გაუმართლებს მას, ვინც მოინდომებს. მორიელი ყველანაირად ეცდება, შური იძიოს.
მშვილდოსანი - ყველაზე ლამაზი
დაბადებიდან მშვენიერი გარეგნობის მქონე და თავის მოვლის მცოდნე მშვილდოსნებს ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშნის წოდება აქვთ.
თხის რქა- ყველაზე მიზანდასახული
დანარჩენი თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, თხის რქა მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, ტვინს და სტრატეგიულ გეგმას იყენებს. ამ ნიშნის ქვეშ უამრავი სახელმწიფო მეთაური და მთავარსარდალია დაბადებული.
მერწყული - ყველაზე გენიალური
მერწყულის დევიზია: სიზარმაცე პროგრესის მამოძრავებელია. დიდად რომ არ დაიძაბონ, ისინი შეცვლიან, გაამარტივებენ და სრულყოფილად აქცევენ ყველაფერს, რასაც ყურადღებას მიაქცევენ.
თევზი - ყველაზე ძლიერი
ნუ გაგიკვირდებათ, სენტიმენტალურობის მიუხედავად, თევზებს შეუძლიათ მოსახერხებელ მომენტს დაელოდონ და იმუშაონ შედეგის მისაღებად.