ღალატი, უდავოდ, ლიდერობს ურთიერთობების დანგრევის მიზეზებში, მაგრამ არსებობს მომენტები, რომლებიც ასევე გაშორებთ საყვარელ ადამიანთან.
მათი საშიშროება მათ შეუმჩნევლობაშია. ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ეუბნებით: ”არ მინდა საქმეების გარჩევა”, აგროვებთ მუხტს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს.
წვრილმანი ტყუილები
შეგიძლიათ უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ ხდება და უმჯობესია, მოიტყუო, ვიდრე აუხსნა. ერთხელაც ეს გადაიზრდება უნდობლობაში. რატომ არ შეგიძლიათ ახლობელ ადამიანს სიმართლე უთხრათ? საკუთარი თავის გეშინიათ თუ მისი?
მუდმივი ავადმყოფური მიჯაჭვულობა
შეყვარებულები შეიძლება ბუტიები იყვნენ, როცა საუბარია დროზე, რომელსაც მათთან არ ატარებენ. ასეთი ბავშვური ეჭვიანობა ადრე თუ გვიან სერიოზულ უსიამოვნებად იქცევა.
თავშეკავება გაღიზიანების დროს
როგორც უნდა ეცადოთ, ღიმილი მოირგოთ, უკმაყოფილება მაინც გამოჩნდება. ისწავლეთ, პირდაპირ უთხრათ იმაზე, თუ რა გაღიზიანებთ სინამდვილეში.
კონტაქტის არქონა
საუბარია მესიჯების ყოველ წუთს გაგზავნაზე. უნდა ისაუბროთ ერთმანეთში იმაზე, თუ რა არის ორივესთვის მნიშვნელოვანი. ისაუბრეთ პირდაპირ, ნუ გადადებთ.
სიჯიუტე
და სურვილი, დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. გვერწმუნეთ, თუ ღმერთმა არ ქნას და პირისპირ აღმოჩნდებით რაიმე სერიოზული პრობლემის წინაშე, უკანასკნელი, რაზეც გაგახსენდება, იქნება ის, თუ ვინ იყო ამ სიტუაციაში მართალი.
კამათი საშინაო ვალდებულებებზე
აღიარეთ, რომ არცერთი არაა ვალდებული რაიმეს გაკეთების. ერთად იმიტომ ხართ, რომ გადაწყვიტეთ, რომ კარგად გრძნობთ თავს და არა იმიტომ, რომ ვიღაცას დამხმარე ხელი დასჭირდა შინ.
შეუპოვრობა
პარტნიორის მიმართ ზემოდან ყურების პოზიცია კლავს მის თვითშეფასებას. ასე მხოლოდ შეუპოვარი ხეპრეები იქცევიან.
ცუდი ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან ასე უფრო მოსახერხებელია
საერთო იპოთეკა, ბავშვის სწავლის გადასახადი - ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რათა მოითმინო. ეს გახლავთ ყველაზე დიდი თავის მოტყუება.
მანიპულაციები
თუ ახლობელ ადამიანს პირდაპირ ვერ სთხოვთ, ის ახლობელი არაა ან არ ღირს, რამე სთხოვო მას. მანიპულაციის მიზეზი ურთიერთობებში უბრალოდ არ არის.
ეჭვიანობა
ნამდვილი გამართლებული ეჭვიანობა ან ეჭვები, არ აქვს მნიშვნელობა. ეს მხოლოდ გაშორებთ ერთმანეთისგან. დაშორდით და ნუ დატანჯავთ ერთმანეთს. ან შეწყვიტეთ ეჭვიანობა.
საკუთარი თავის საუკეთესო მხარით წარმოჩენა ურთიერთობის დასაწყისში
ამას ყველა აკეთებს, მაგრამ ნუ გააკეთებთ სპეციალურად. ვერ შეძლებთ, თავი მოიკატუნოთ მთელი ცხოვრება, ტყუილი კი ერთ დროს მაინც გამოაშკარავდება.
ერთად დარჩენა იმიტომ, რომ ცალ-ცალკე კიდევ უარესია
ამას მარტოობის შიში ეწოდება. დაფიქრდით სერიოზულად: შეუძლია თუ არა ორ სულიერ ხეიბარს განკურნოს ერთმანეთი, თუ ისინი უბრალოდ ერთმანეთს დაღუპავენ?
თუკი ქმარმა გიღალატათ - ბებოს უნიკალური რჩევა შვილიშვილს, რომელიც ყველას შეიძლება გამოგვადგეს